სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტი

08 ივლისი 2022, 10:31 676 ნახვა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს საქონლის ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც შეიქმნეს 270 ათას ლარზე მეტი ოდენობის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში