შეხვედრა სტუდენტებთან

08 ივლისი 2022, 10:51 666 ნახვა

საქართველოსა და რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსეთ - უკრაინის ომის გავლენები და გლობალური ეკონომიკა - ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

შეხვედრისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ, გლობალურად ინფლაციური წნეხი გაამწვავა და გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები გააუარესა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ  საერთაშორისო ბაზრებზე  ნედლეულის, საკვები პროდუქტებისა და ნავთობის გაძვირება გამოწვია. შედეგად, გლობალურად ინფლაციური წნეხი წარმოიქმნა და საქართველოშიც ინფლაცია მოსალოდნელზე მაღლა შენარჩუნდა. 

გვენეტაძის ინფორმაციით, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა გამკაცრებულია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში