პუტინმა ომის, დასავლეთის სანქციებისა და ნატო-ს გაფართოების შესახებ განცხადებები გააკეთა

08 ივლისი 2022, 10:53 898 ნახვა

რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია – ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლურმა ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ წააგეს რუსეთის „სპეცოპერაციის“ დაწყებისთანავე, რადგან მისი დაწყება ნიშნავს ამერიკული მსოფლიო წესრიგის კარდინალურ გარდატეხას.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არ ამბობს უარს მშვიდობიან მოლაპარაკებებზე, თუმცა ამისთვის თავის პირობებს აყენებს.

დუმის ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გაფართოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთის სამხედრო ბლოკმა რუსეთის ყველა მოთხოვნა უგულებელყო.

რაც შეეხება სანქციებს, პუტინმა მათ არამეგობრული, მტრული და უკანონო უწოდა. აღიარა, რომ  ამ სანქციებმა რუსეთს სირთულეები შეუქმნა, თუმცა არა ისეთი,  როგორის იმედიც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგის ინიციატორებს ჰქონდათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში