ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარეობს

08 ივლისი 2022, 10:07 486 ნახვა

ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის გახსნისას  ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამიტის მთავარი მიზანი უკრაინაში  ომის დასრულება  და  უთანხმოების მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა ბრძოლის ველზე მოგვარებაა.  რეტნო მარსუდის   თქმით, ომის ზეგავლენა იგრძნობა გლობალურად - საკვებზე, ენერგორესურსებსა და ფისკალურ სივრცეზე.

„დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვიც ესწრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ომის დასრულებასთან დაკავშირებით დასავლეთის მიდგომა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ  თუკი დასავლეთის ქვეყნებს სურთ რუსეთის უკრაინასთან დამარცხება, მაშინ მათთან სალაპარაკო არაფერია. ლავროვთან ერთად საერთო ფოტოს გადაღებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის უარის გამო მიმდინარე წელს შეხვედრის მონაწილეთა ტრადიციული ფოტოსესია ვერ შედგა.

ამას გარდა, სამიტის მონაწილეთა ნაწილმა ლავროვთან შეხვედრაზეც უარი განაცხადა, მათ შორის იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, გერმანიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში