იაპონიის ყოფილი პრემიერი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა

08 ივლისი 2022, 13:19 1024 ნახვა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე გარდაიცვალა, - ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 41 წლის მამაკაცი დააკავა. დაკავებული ქალაქ ნარას მცხოვრები ტეძუია იამაგამია

შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში