იაპონიის ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

08 ივლისი 2022, 11:25 721 ნახვა

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ესროლეს. დასავლური მედია ვარაუდობს, რომ სიძო აბე შესაძლოა უკვე მოკლულია კიდეც. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 41 წლის მამაკაცი დააკავა. დაკავებული იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია. ექს-პრემიერი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

იაპონიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა უმკაცრესად დაგმო ყოფილ პრემიერზე თავდასხმა. მისი ინფორმაციით, სინძო აბე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

სინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ის იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მსახურობდა.  იგი 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში