სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება

08 ივლისი 2022, 18:29 617 ნახვა

ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი ფინანსურ დახმარებას მიიღებს - შესაბამისი გადაწყვეტილება  სამთავრობო სხდომაზე მიიღეს. დაზარალებული  34 ოჯახისთვის საკომპენსაციოდ   აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 319 ათას ლარზე მეტი გამოიყოფა.თანხა  სტიქიის  შედეგად  დაზიანებული  საცხოვრებელი სახლების აღდგენას, მშენებლობასა და რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 69 ოჯახს გაეწია. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში