ენმ ახალშენის ბაღთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

08 ივლისი 2022, 18:34 833 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები ახალშენში ახალაშენებულ საბავშვო  ბაღსა და სტადიონზე დახარჯული თანხების შესწავლას ითხოვენ და პროკურატურას მიმართავენ. მათი თქმით, შენობა და საფეხბურთო მოედანი, რომელიც მერიამ ექსპლუატაციაში მიიღო და რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად გახსნა უკვე დაზიანებულია. ოპოზიციის ინფორმაციით, შენობაში ჩამოდის წყალი, რის გამოც,  სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ბაღი დღეს დაკეტილი იყო. რაც შეეხება სტადიონს დაზიანებულია ღობე  და  საფეხბურთო კარის ბადეები.  ნაციონალური მოძრაობის წევრები კორუფციულ გარიგებასა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ. მიმართავენ ასევე მერიას მშენებელ კომპანიას   საგარანტიო პირობებით აღებული ვალდებულება შეასრულებინოს. ხელვაჩაურის მერიაში დღეს განმარტებებზე უარი გვითხრეს და  როგორც პრესსამსახურში აგვიხსნენს, მერმა კომენტარზე  უარი  თქვა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში