მუსლიმანური სამყარო ყურბან-ბაირამს ზეიმობს

09 ივლისი 2022, 12:07 5172 ნახვა

ქართველი მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ, სადღესასწაული ლოცვა კი მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია.

ბათუმის ორთაჯამეში შეკრებილი მომლოცველები ამბობენ, რომ შეწირული ხორცს, რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად, მეზობლებს, უპოვრებსა და ობლებს გაუნაწილებენ.

მუსლიმი მორწმუნეები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში