რუსი ოკუპანტები ცეცხლს უშენენ დასახლებულ პუნქტებს

09 ივლისი 2022, 10:18 501 ნახვა

რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე შეტევებს აგრძელებენ. ოკუპანტებმა კრივი-რიჰის ინგულეცკის რაიონი დაბომბეს, დაარტყეს საცხოვრებელ უბნებს.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, არიან დაშავებულებიც.

უკრაინის ვიცე პრემიერი კი,  ხერსონის და ზაპოროჟიეს მოსახლეობას ყველა შესაძლო საშუალებით ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ირინა ვერშუკი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე სასტიკი ბრძოლაა მოსალოდნელი, ვინაიდან უკრაინული ძალები მათ დეოკუპაციას გეგმავს. დილით რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ მიკოლაევსაც. 

გუშინდელი შეტევების შედეგად  რეგიონში მინდვრებსა და ტყეს  ცეცხლი გაუჩნდა. რუსმა ოკუპანტებმა  დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 8 კი დაშავდა.

ოკუპანტებმა  ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას პრიმორსკოეს, ორეხოვისა და გულიაიპოლეს  რაიონებში.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში