მასობრივი არეულობები შრი-ლანკაში

09 ივლისი 2022, 14:17 686 ნახვა

შრი-ლანკაზე ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა. დედაქალაქ კოლომბოში ათასობით დემონსტრანტმა პოლიციის კორდონი გაარღვია და პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა.  მანამდე  შრი-ლანკას პრეზიდენტმა შენობა დატოვა. 

სასახლეში შეჭრილი მომიტინგეები პრეზიდენტის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. შეტაკებების დროს 21 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი დაიჭრა.

პოლიციამ ჰაერში სროლა დაიწყო და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა დემონსტრანტების შეკავება ვერ შეძლო. შრი-ლანკას კუნძული, რომლის მოსახლეობა 22 მლნ-ს შეადგენს, ბოლო თვეებში ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, ქვეყანაში  საწვავის, პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტია. ინფლაციამ  ივნისში 54% შეადგინა.

ექსპერტების თქმით,  1948 წელს  კუნძულზე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეს ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში