ევროპის ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

09 ივლისი 2022, 14:17 702 ნახვა

ევროკავშირის 4 ქვეყანაში - გერმანიაში, ესპანეთში, ბელგიასა და პორტუგალიაში „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. შესაბამისი პრეპარატები ამ ქვეყნებმა უკვე მიიღეს. 

ევროკავშირმა  ვაქცინის 13 ათას  600 დოზა შეიძინა. ყველაზე მეტი დოზა - 5 ათას 300 ესპანეთმა მიიღო.  ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. 

ევროპის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ბოლო მონაცემებით,  ევროკავშირის 33 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 5 ათას 950 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მეტი   დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა. 

ინფიცირებულთა უმეტესობა 18-50 წლის კაცები არიან. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში