ინდოეთსა და პაკისტანში სტიქიამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა

10 ივლისი 2022, 10:06 460 ნახვა

სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში,  ინდუისტური ტაძრის მახლობლად ღვარცოფის შედეგად.  40 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურებების  მართვის ადგილობრივი სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით,  ღვარცოფმა ამარნატის გამოქვაბულის ქვედა ნაწილი წალეკა, სადაც ინდუისტური ტაძარია განთავსებული.

შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს. ყველა დაშავებული საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. სტიქიის რაიონიდან  15 ათასი მომლოცველი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.

მეზობელ პაკისტანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 

კოკისპირული წვიმების გამო რვა კაშხალზე წყლის დონემ აიწია და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში