შრი-ლანკაში მასობრივი პროტესტის გამო პრეზიდენტი გადადგება

10 ივლისი 2022, 09:56 612 ნახვა

შრი-ლანკის პრეზიდენტი გოთაბაია რაჯაპაკსა, რომლის რეზიდენციაც კოლუმბიაში შაბათს ათასობით მომიტინგემ დაიკავა, 13 ივლისს გადადგება. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ვიდეომიმართვაში შაბათს საღამოს განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტისა და უმსხვილესი პარტიების ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც დემონსტრანტების მიერ პრეზიდენტის რეზიდენციის დაკავების შემდეგ მოიწვიეს, გადაწყდა პრეზიდენტის გადადგომა.  იგი  13 ივლისს დატოვებს თანამდებობას. ჯერ უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას, რადგან  პრემიერ-მინისტრი ასევე აპირებს ხელისუფლებიდან წასვლას.   შაბათს საღამოს დემონსტრანტები პრემიერის  სახლშიც შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს.

შრი-ლანკაში საპროტესტო აქციები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს, მათ გამო უკვე გადადგა თანამდებობიდან წინა მთავრობის მეთაური, პრეზიდენტის უფროსი ძმა.

ქვეყნის ეკონომიკა თანამედროვე ისტორიაში უდიდეს კრიზისს განიცდის. ქალაქებში საწვავის, მედიკამენტების და ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტია, სავალუტო რეზერვები კი მთლიანად ამოწურულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში