ოკლაჰომაში თხევადი გაზის ქარხანაში აფეთქება მოხდა

10 ივლისი 2022, 10:07 759 ნახვა

ოკლაჰომაში  გაზის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ძლიერი ხანძრის გამო  ხელისუფლებამ  ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებში გაიყვანა. თუ როდის დაბრუნდება  ასობით ადამიანი უკან  სახლში უცნობია. 

პოლიცია ქალაქის გავლით მგზავრობისგან  თავშეკავებისკენ მოუწოდებს მოსახლეობას. ინციდენტი ქალაქ მედფორდის  „უანოქეის“ თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანაში  მოხდა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში