ბლინკენი პეკინს პრორუსული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს

10 ივლისი 2022, 10:38 923 ნახვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს არ სჯერა, რომ ჩინეთი ნეიტრალურად იქცევა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რადგან პეკინმა მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროში და გააძლიერა პრორუსული პროპაგანდა.

ამერიკელი დიპლომატის  თქმით,  მან უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ   ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვანგ ისთან ხუთსაათზე მეტხანს მიმდინარე  მოლაპარაკების დროს ისაუბრა. შეხვედრა  ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

„მე კიდევ ერთხელ ვუთხარი მინისტრს, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩინეთის რუსეთთან დაახლოებით“, - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, თუ რატომ თქვა უარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებაზე, ბლინკენმა უპასუხა: „პრობლემა ის არის, რომ  ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანწყალს, რომ რუსეთი მზად არის კონსტრუქციული დიპლომატიისთვის“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში