საქართველო დიდი რაგბის მოლოდინშია

10 ივლისი 2022, 14:44 878 ნახვა

ბათუმი დიდი რაგბის მოლოდინშია. დღეს ბორჯღალოსნები ისტორიულ ტესტ მატჩს გამართავენ, ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ითამაშებენ და ასევე პირველად, იტალიელ მორაგბეებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება.

სტუმრები შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, ჩვენს  ნაკრებს კი მცირე საკადრო პრობლემები აქვს.

ვარჯიშზე ტრავმა მიიღო გუნდის ერთ - ერთმა ლიდერმა, კოტე მიქაუტაძემ და ის დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს. ბოლო სამი დღეა ბათუმში სარაგბო ზეიმია. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში