საქართველომ 6 ერის წევრი იტალია დაამარცხა

10 ივლისი 2022, 21:58 1401 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 6 ერის მონაწილე იტალია ანგარიშით 28:19 დაამარცხა.

ბათუმში გამართული შეხვედრა ''ბორჯღალოსნების'' უპირატესობით დაიწყო.

მატჩში პირველი ლელო ალექსანდრე თოდუამ დადო. 3 წუთში საქართველომ ისევ ლელოს აღება მოახერხა, ამჯერად თავი თედო აბჟანადაძემ გამოიჩინა, რომელმაც თავადვე ზუსტად გარდასახა. 

ანგარიში კი 12:0 გახდა.

ამის შემდეგ მეტოქე გააქტიურდა და ლელო, გარდასახვა და 2 ჯარიმა შეასრულა, რითაც ანგარისში წინ გავიდნენ.

33 წუთისთვის 12-13 იგებდნენ. ტაიმის მიწურულს დუბლი აბჟანდაძემ გაიფორმა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.

საქართველომ იტალიას ტაიმი 19:13 მოუგო.

მეორე ნახევარში ბორჯაღალოსნებმა 9 ქულა აიღეს მოტოქემ კი 6. 2 ჯარიმა აბჟანდაძემ გაიტანა. ერთი კი გელა აფრასიძის ანგარიშზეა.

საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა 6 ერის წევრი იტალიის ეროვნული ნაკრები.

ასევე ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ტიერ-1 ის ნაკრებისთვის მოგება შეძლო.

მომდევნო შეხვედრაში საქართველო 16 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას უმასპინძლებს და ამით დაასრულებს, ზაფხულის ტესტებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში