ბუდაპეშტის გრანდ სლემი ქართველმა ძიუდოისტებმა ხუთი მედლით დაასრულეს

11 ივლისი 2022, 10:00 729 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს შვიდმა ქართველმა ძიუდოისტმა ხუთ წონით კატეგორიაში იასპარეზა. 100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალი ქართველმა იაპონელ კენტარო იიდასთან ვაზარით წააგო. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა. გრანდ სლემზე მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველ ძიუდოისტებს სამი მედალი უკვე მოპოვებული ჰქონდათ.

ლუხუმ ჩხვიმიანი და ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლისმედალოსნები გახდნენ, ხოლო თემურ ნოზაძე მესამე ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში