უცხოური პრესა საქართველო-იტალიის დაპირისპირებაზე

11 ივლისი 2022, 14:30 3150 ნახვა

მატჩს ევროპულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გავლენიანმა იტალიურმა გამოცემამ „გაზეტა დელო სპორტმა“ მატჩს "იტალიელებისთვის ყინულოვანი შხაპი!" უწოდა.

ბათუმში გამართულ მატჩზე კიდევ უფრო საინტერესო იყო ბრიტანული „დეილი მეილის“ შეფასება. „ეს საეტაპო გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა უნდა ჩაინიშნონ. საქართველო სარაგბო ქვეყანაა და უფრო მეტი მსგავსი თამაში სჭირდება, რომ განვითარდეს, - წერს ბრიტანული გამოცემა.

“ბათუმში ევროპის მეექვსე გუნდი მეშვიდეს ხვდებოდა და 20 ათასიან სტადიონზე არსებული საოცარი ატმოსფერო ცხადყოფდა, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო'' - ასე გამოეხმაურა პოპულარული „რაგბიპეისი“ ისტორიულ გამარჯვებას.

ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ფრანგულმა „ლეკუიპმაც“ დაწერა და აღნიშნა, რომ 6 ერში ბორჯღალოსნების ჩართვაზე საუბრები ახალი ძალით იფეთქებს.

"ბორჯღალოსნებს" მიმდინარე ზაფხულში ერთადერთი მატჩიღა დარჩათ ჩასატარებელი და ამჯერადაც შინ ითამაშებენ.

16 ივლისს ბორჯღალოსნები პორტუგალიას ქუთაისში მიიღებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში