ბორელმა დიდი ოცეულის მინისტერიალის შედეგები შეაჯამა

11 ივლისი 2022, 14:03 731 ნახვა

„დიდი ოცეულის“ მონაწილეთა უმეტესობა რუსეთს აგრესორ ქვეყნად პირდაპირ არ მოიხსენიებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა ინდონეზიაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ორდღიანი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მინისტერიალმა და მის ფარგლებში გამართულმა ორმხრივმა შეხვედრებმა, მას უკეთესი წარმოდგენა შეუქმნა, თუ რა პოზიცია აქვთ ცალკეულ ქვეყანას.

პრინციპში ყველა გმობს თავდასხმას ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება აგრესორის დასახელებას და მითითებას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი შედეგებზე, მრავალი თავს იკავებს სხვადასხვა მიზეზით. ზოგი მეტად არის შეშფოთებული ომის შედგებით თავისთვის, ვიდრე იმით, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ სირთულეებზე და თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. სხვები საუბრობენ ორმაგ სტანდარტებზე ან უბრალოდ სურთ შეინარჩუნონ კარგი ორმხრივი ურთიერთობები რუსეთთან. მრავალი ვერ ჩამოყალიბდა და არ სურს მხარის არჩევა, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის მათ გეოპოლიტიკურ ინტერესებს“ – აცხადებს ბორელი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში