გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

11 ივლისი 2022, 15:04 1028 ნახვა
00:00
00:00

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით,შემთხვევა დღეს მოხდა.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

დეტალებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, გლდანის დაწესებულებაში მოხდა და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში