ომი უკრაინაში

11 ივლისი 2022, 20:25 757 ნახვა

უკრაინაზე საჰაერო იერიშები გრძელდება. გამთენიისას რუსებმა „სმერჩის“ ტიპის რაკეტებით კვლავ დაბომბეს ქალაქი ხარკოვი. ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე სამი და დაშავებულია 31 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავების გამოყენებით დაიბომბა ოდესის ოლქი. დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასივ-იარიში ისევ გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები. მსხვერპლის რიცხვი 20-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან რვა ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს დნეპრისა და ნიკოლაევის რეგიონებზეც. უკრაინული მხარის ცნობით, მხოლოდ შაბათ-კვირას რუსებმა ნიკოლაევის რაიონში 40 სამოქალაქო ობიექტი გაანადგურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში