ქართველი ძიუდოისტები ზაგრების გრან-პრიზე განახლებული შემადგენლობით გამოვლენ

12 ივლისი 2022, 10:17 638 ნახვა

15-17 ივლისს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტრადიციული ძიუდოს გრან-პრი გაიმართება. ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს დელეგაცია ტურნირზე 12 ძიუდოისტით წარდგება: ვაჟთა შორის იჭიდავებენ გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი. ქალთა შორის საქართველოს ნაკრების ღირსებას ეთერ ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე იასპარეზა.

საქართველოს დელეგაციამ ტურნირზე 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში