ქვიშის ჭიდაობა - ქართველების ტრიუმფი საბერძნეთში

12 ივლისი 2022, 11:07 1085 ნახვა

მსოფლიო პირველობის მეოთხე ეტაპი ქვიშის ჭიდაობაში წინა ეტაპების მსგავსად, ისევ საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.

ქართველმა მოჭიდავეებმა საბერძნეთის ქალაქ კატერინში გამართულ შეჯიბრებაზე ოთხივე წონით კატეგორიაში მედალი მოიპოვეს და საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ოთხი წონიდან სამში ჩემპიონი ქართველი გახდა.

70 კილოგრამში ლევან ქელეხსაშვილი, 80-ში – ნიკა კენჭაძე, ხოლო +90-ში – მამუკა კორძაია.

90 კილოგრამში კი კვარცხლბეკზე ორი ქართველი ავიდა. დავით ხუციშვილი მეორეზე, დავით ფირუზაშვილი კი მესამე ადგილზე გავიდა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 115 ქულა მოაგროვა და 60 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ აზერბაიჯანს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში