დავით ნინიაშვილი მსოფლიო რაგბმა აღიარა, საქართველომ კი რეიტინგში იტალიას გადაუსწრო

12 ივლისი 2022, 11:07 1059 ნახვა

მსოფლიო რაგბის სამყაროში პოპულარულმა გამოცემამ „„ლოველ რაგბიმ“   სიმბოლურ ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც დავით ნინიაშვილი შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დავითი არის ერთადერთი მორაგბე, რომელიც სიმბოლურ ნაკრებში ტიერ 2-დან მოხვდა.

ცნობისთვის, თხუთმეტეულში 5 მორაგბე ინგლისიდანაა, 5 ირლანდიიდან, 2 შოტლანდიიდან, ხოლო თითო საქართველოდან, უელსიდან და საფრანგეთიდან.

„პლანეტა რაგბიმ“ ასევე დაასახელა ტესტების კვირის სიმბოლური თხუთმეტეული, რომელშიც ორი ქართველი მორაგბე მოხვდა, დავით ნინიაშვილი და ბექა გიგაშვილი, ხოლო თედო აბჟანდაძის ლელო კვირის ლელოდ დასახელდა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს რაგბის ნაკრები იტალიაზე გამარჯვებით მსოფლიოს რეიტინგის მე-13 ადგილიდან მეთორმეტეზე გადავიდა.

ბათუმურ მატჩამდე, იტალია მსოფლიოს მეთორმეტე გუნდი იყო, ახლა ის მეთოთხმეტეზეა, მეცამეტეზე კი სამოას ნაკრებია. ამჟამად საქართველოს ნაკრებს 74,51 ქულა აქვს და მეთერთმეტე ადგილზე მყოფ ფიჯის 2,11 ქულით ჩამორჩება.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი კი საფრანგეთია 89,41 ქულით.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში