პეტიცია სასპორტო სკოლის შესანარჩუნებლად

09 იანვარი 2017, 00:00 2850 ნახვა

"შორს ხელები სპორტსკოლიდან"-ეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრების მოთხოვნაა, რომლებიც  ბათუმელებთან ერთად დღეს 17 საათზე სპორტკომპლექსის დემონტაჟის შეჩერების მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. მათ სპეციალური პეტიციის ტექსტიც მოამზადეს. ისინი უნდობლობას უცხადებენ ხელისუფლების დანაპირებს, რომელიც სასპორტო სკოლის ორი ფლიგელის დემონტაჟის სანაცვლოდ ალტერნატიული სპორტული ობიექტების მშენებლობას ეხება. 

ამავე კატეგორიაში