ამერიკელი კონგრესმენი ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს

12 ივლისი 2022, 09:49 866 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს გადადგომისკენ მოუწოდებს  აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი.  სპარცი ეჭვობს, რომ   ანდრეი   ერმაკი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს და კორუფციასთან ბრძოლასაც აფერხებს.

ოფიციალურ განცხადებაში სპარცი წერს, რომ ბევრი ამერიკელი და ევროპელი ერმაკის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა და ის, რომ მართლაც სახელმწიფო მოღვაწე იყოს, ჯერ კიდევ ზამთარში გადადგებოდა, რადგან უკრაინის ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ იქნებოდა და ამან უკრაინის მზადყოფნა შეასუსტა. 

ვიქტორია სპარცი ანდრიი ერმაკს საეჭვო რეპუტაციის მქონედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სწორად მოქცევა და გადადგომა ახლაც შეუძლია. აქვე გეტყვით, რომ ვიქტორია სპარცი  კულჰეიკო  წარმოშობით უკრაინელია.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში