ევროკავშირმა უკრაინას მორიგი დახმარება დაუმტკიცა

12 ივლისი 2022, 14:04 834 ნახვა

ევროსაბჭომ უკრაინისთვის დამატებითი მაკროფინანსური დახმარების  სახით    1 მილიარდი ევრო  გამოყო.

ომის დაწყებიდან  დღემდე უკრაინისთვის გამოყოფილმა მაკროფინანსურმა მხარდაჭერამ ჯამურად 2,2 მილიარდი ევრო შეადგინა და "მოსალოდნელია, რომ იგი უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება - ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში

დღეს დამტკიცებული დახმარება მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს უკრაინის სასწრაფო და ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსება  და უზრუნველყოს, რომ უკრაინის სახელმწიფომ შეძლოს  თავისი მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება.

იგი ხელსაყრელი პირობებით გრძელვადიან სესხს წარმოადგენს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ერთი წლის განმავლობაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში