ხვალ: დინამო vs სლოვანი

12 ივლისი 2022, 18:09 1023 ნახვა
00:00
00:00

ბათუმის „დინამოსა“ და ბრატისლავასსლოვანის“ საპასუხო შეხვედრა ხვალ, 13 ივლისს ბათუმის არენაზე გაიმართება. ბილეთები თითქმის ერთი კვირით ადრე გაიყიდა. მატჩისადმი დიდი ინტერესის გამო გუნდმა გულშემატკივრებს სტადიონზე ქცევის წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდა, ერთ-ერთ პუნქტში კი წერია: „სტადიონზე იკრძალება კიბეებზე და საევაკუაციო გასასვლელებში დგომა/გაჩერება, ასევე სექტორში ფეხზე დგომა და ხილვადობის შემცირება სხვა მაყურებლისთვის“. 6 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავაში „სლოვანის“ წინააღმდეგ ფრედ 0:0 ითამაშა. მატჩი 21:00 საათზე ჩვენს ეთერში დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში