Reuters - რუსეთი, საქართველოს პორტის გავლით, ბულგარეთს თხევად გაზს მიაწვდის

13 ივლისი 2022, 10:48 600 ნახვა

რუსი ექსპორტიორები ბულგარეთში თხევადი ნავთობის გაზის მიწოდებას საქართველოს შავი ზღვის პორტის ფოთის გავლით ივლისში დაიწყებენ, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია, - ინფორმაციას როიტერსი ტრეიდერებსა და ეიკონის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში თხევადი ნავთობის გაზის მიწოდება 24 თებერვალს შეწყვიტა, როდესაც იქ ჯარები გაგზავნა, ასევე შეაჩერა სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში უკრაინის გავლით, რაც ექსპორტიორებს ავალდებულებს, ახალი მარშრუტები ეძიონ.

რეფინიტივის მონაცემებით, ფინეთმა, რომელიც რუსეთის თხევადი ნავთობის გაზის კიდევ ერთი დიდი საექსპორტო მარშრუტია, მკვეთრად შეამცირა შესყიდვები.

გასულ წელს რუსეთმა თავისი ელ-პი-ჯი-ს 25% უკრაინასა და ფინეთში გაიტანა. "ელ-პი-ჯი-ს მიწოდება განიხილება ფოთის გავლით, სხვა ძირითადი საექსპორტო მარშრუტებით გაყიდვების შეზღუდული შესაძლებლობების გამო", - განაცხადა წყარომ როიტერთან საუბრისას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში