სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე იმსჯელებენ

13 ივლისი 2022, 10:21 585 ნახვა

სტამბულში უკრაინის ტერიტორიიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით გაეროს წარმომადგენლებთან  რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის დელეგაციების  შეხვედრა გაიმართება.

მოლაპარაკებები იწყება მსოფლიო  სასურსათო კრიზისისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებების ფონზე, რომ იგი  მის კონტროლირებად რეგიონებში მოპარული უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ცდილობს.

შეხვედრაზე მარცვლეულის ექსპორტისთვის  საზღვაო დერეფნების ფუნქციონირების საკითხები განიხილება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში