ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

13 ივლისი 2022, 14:31 655 ნახვა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საქმე ეხება გასული წლის 23 ნოემბერს, თბილისში, სიტყვიერი დაპირისპირებას, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მსჯავრდებული მომხდარი ფაქტის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში