პოლიტიკური კრიზისი შრი-ლანკაში

13 ივლისი 2022, 14:03 612 ნახვა

შრი-ლანკაში საპროტესტო აქციები გრძელდება. პოლიციამ აქტივისტების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქტივისტები, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, მის რეზიდენციაში შეიჭრნენ. ამ დროისათვის ასობით დემონსტრანტი იქ იმყოფება. იქამდე კი შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„კომენდანტის საათია“ გამოცხადებული შრი-ლანკის დასავლეთ პროვინციაში.

მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე შრი-ლანკის პრეზიდენტმა გოტობაია რაჯაპაკსამ ქვეყანა დატოვა.

შრი-ლანკის კონსტიტუციის მიხედვით, ავტომატურად, 30 დღის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი შეასრულებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში