ევროკომისია საქართველოს საკითხზე 2022 წლის ბოლოს აღარ იმსჯელებს

13 ივლისი 2022, 18:05 802 ნახვა

ევროკომისია საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხს 2022 წლის ბოლოს აღარ, არამედ 2023 წელს განიხილავს. ევროკომისიის წარმომადგენლები ფიქრობენ,რომ  როდესაც საქართველოს 12 პრიორიტეტი აქვს შესასრულებელი იმისთვის, რომ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ახლა არ არის საჭირო სიჩქარე. აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება კომისიის ანგარიში იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას, ხოლო 7 სექტემბერს ჩანიშნულია ასოცირების საბჭო. დღეს რეზოლუციის პროექტის განხილვისას ევროდეპუტატებმა ისაუბრეს იმ მთავარ რეფორმებზე, რაც საქართველოში უნდა გატარდეს, მათ შორის არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. ასევე ყურადღება გაამახვილეს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მედიაგარემო დაცული. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციასაც, რომ ერთად იმუშაონ პარლამენტში და განახორციელონ ის რეფორმები, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია ნაგულისხმევი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში