“დინამო”ბათუმს კიდევ ერთი სპონსორი ეყოლება

13 ივლისი 2022, 18:32 1174 ნახვა

დინამო ბათუმის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. დინამო ბათუმსა და საერთაშორისო კომპანია Lixin Group-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულები შემდეგ, კლუბს კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანია დაასპონსორებს. შეთანხმების თანახმად, საქართველოს ჩემპიონ გუნდს კომპანია CoinW სასპონსორო თანხით 150 000 USD უზრუნველყოფს. CoinW არის მსოფლიო დონის ინტეგრირებული სავაჭრო პლატფორმა, რომელაც აქვს 12 სავაჭრო სერვისცენტრი 8 ქვეყანაში. CoinW ახლა ფლობს აშშ-ს MSB ფინანსურ ლიცენზიას, სინგაპურის MAS ლიცენზიას. სპონსორის მოძიებაში ჩართული იყო თომას სუ, რომელსაც ბათუმის დინამოს საპატიო პრეზიდენტის წოდება  რამდენიმე თვის წინ მიენიჭა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში