დრამატულ შეხვედრაში "დინამო" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

13 ივლისი 2022, 23:31 2152 ნახვა

"დინამო ბათუმი" დრამატულ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.

გამარჯვებულის გამოსავლენად 120 წუთი გახდა საჭირო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.

104 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა "სლოვანის" კარში გოლი გაიტანა და "დინამო" წინ გავიდა. მეორე დამატებით ტაიმში ტიგრან ბარსეგიანმა ანგარიში გაათანაბრა.

123-ე წუთზე ვლადიმერ ვაისი უმცროსი კუთხურის ჩასაწოდებლად წავიდა. დაინახა, რომ მეკარე კუპატაძე კარიდან გამოსული იყო და კუთხურიდან ჩაახვია, რის შემდეგაც ანგარიში 1:2 გახდა. 

ამ წაგების შემდეგ დინამო ბათუმი კონფერენსლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც II საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ "ლეხი" შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში