უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია

14 ივლისი 2022, 10:00 1694 ნახვა

გლობალური კრიზისით ჩამობნელებულ მსოფლიოში, დღეს როგორც იქნა გამოჩნდა იმედის სხივი - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა თურქეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, უკრაინული საკვები პროდუქტების შავი ზღვის გავლით ექსპორტის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს ოფიციალური პირები თურქეთში გამართულ შეხვედრაზე მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმდნენ. მედიის ცნობით, საუბარია მილიონობით ტონა უკრაინულ მარცვლეულზე, რომელიც რუსეთის საზღვაო ბლოკადის გამო შავი ზღვის პორტებშია ჩარჩენილი.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ უსაფრთხო მარშრუტების უზრუნველყოფასა და საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე. ჰულუსი აკარმას თქმით, შეთანხმებას ხელი მომდევნო კვირას მოეწერება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში