უკრაინის ქალაქ ვინიცას დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა - უკრაინული მედია

14 ივლისი 2022, 14:51 1127 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცას დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 25-კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ვინიცაში რამდენიმე ადგილი თითქმის ერთდროულად დაიბომბა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები. 

ერთ-ერთი რაკეტა ავტომობილების სადგომთან ჩამოვარდა, რის შემდეგაც 30-მდე ავტომობილი დაიწვა. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში