რუსეთის ომი უკრაინაში

14 ივლისი 2022, 19:34 784 ნახვა

ომის 141-ე დღე. ოკუპანტების მსხვერპლთა რიცხვი უკრაინაში სწრაფად იმატებს. ოფიციალური მოსკოვი უტიფრად ირწმუნება, რომ სარაკეტო თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე არ განუხორციელებია, თუმცა კადრები საპირისპიროს ადასტურებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. ოკუპანტებმა დღეს უკრაინის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქს დილით შეუტიეს. ბოლო მონაცემებით, ვინიცაში სარაკეტო იერიშის შედეგად 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. დაკარგულთა რიცხვი კი ბევრად მეტია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში