კოვიდი და ვაქცინაცია

14 ივლისი 2022, 19:35 721 ნახვა

მსოფლიოს არც ერთ წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრს 18 წლის ზემოთ მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრო მიჰყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად დამატებითი ბუსტერ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონეებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.თამარ გაბუნიას თქმით, გამონაკლისის სახით, მეორე ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ასაკის მიუხედავად დასაშვებია მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება და დამატებითი ბუსტერ დოზის ადმინისტრირებას მიმღები ქვეყანა ითხოვს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში