ლატვიამ რუსულ გაზზე უარი თქვა

15 ივლისი 2022, 11:09 638 ნახვა

ლატვიამ რუსულ გაზზე უარი თქვა, პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც რუსული გაზის იმპორტს 2023 წლის 1 იანვრიდან აკრძალავს. კანონის ახალი ვარიანტი ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას და სტრატეგიული მარაგის შექმნას.

2022 წლის აპრილში, რუსეთიდან გაზის იმპორტზე უარი თქვა ლიეტუვამ. ის ევროკავშირის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც რუსული გაზი აკრძალა.

ევროკავშირის სახელმწიფოებისგან უკრაინა რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმას ითხოვს. მისი განმარტებით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ევროკავშირი კი ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტს ამზადებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში