აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

15 ივლისი 2022, 10:29 579 ნახვა

უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს შეერთებული შტატები ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.

„უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო უსაფრთხოების მხრივ ქვეყანაში ვითარება არაპროგნოზირებადია, ამიტომ აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკელ მოქალაქეებს არ შევიდნენ უკრაინაში, იქ მყოფები კი დაუყოვნებლივ გაემგზავრონ კერძო, სახმელეთო ტრასნპორტით, თუ ეს უსაფრთხოა“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, მოქალაქეებს მოუწოდეს თავი შეიკავონ დიდი შეკრებებებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებებისგან, რადგან ისინი შესაძლოა რუსეთის სამიზნედ იქცნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში