აშშ მზადაა უკრაინაში პროკურორთა ჯგუფი გამოაგზავნოს, რომლებიც ომის დანაშაულების ადგილებზე იმუშავებენ - ირინა ვენედიქტოვა

15 ივლისი 2022, 10:09 490 ნახვა

აშშ მზადაა უკრაინაში პროკურორთა ჯგუფი გამოაგზავნოს, რომელიც ომის დანაშაულების ადგილებზე იმუშავებს - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გაავრცელა.

ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, აშშ-ის პრაქტიკული მხარდაჭერა უშუალოდ დანაშაულების ადგილზე ამერიკელ პარტნიორებთან განიხილებოდა. აღინიშნა, რომ ამერიკა პროკურორთა ჯგუფს შექმნის, რომელიც უკრაინასთან ერთად სამართლიანობისთვის იბრძოლებს.

ცნობისთვის, უსაფრთხოების სამსახურმა ვინიცის დაბომბვის ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით დაიწყო, რაც ომის კანონების დარღვევას ითვალისწინებს. ვინიცის დაბომბვას 23 ადამიანის ემსხვერპლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში