კანადა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

15 ივლისი 2022, 14:17 592 ნახვა

კანადა რუსეთს ნავთობის, გაზისა და ქიმიური სექტორების წინააღმდეგ ახალ სანქციებს უწესებს. დამატებითი ცვლილებები დაემატა დებულებებს, რომლებიც კრძალავს ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდებას რუსული ნავთობისა და გაზის, ქიმიური და გადამამუშავებელი მრეწველობისთვის.

გარდა ამისა,  კანადის მოქალაქეებს და კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციას ან იქ არსებულ ნებისმიერ ინდივიდს მიაწოდონ საწარმოო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია შავ მეტალურგიასთან, მზა ლითონის ნაწარმის, კომპიუტერების, ელექტრონიკის, ოპტიკის, ელექტრომოწყობილობებისა და სატრანსპორტო წარმოებასთან, აგრეთვე სამრეწველო მომსახურებასთან სახმელეთო ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრანსპორტირების სფეროში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში