ბათუმის მერია განაგრძობს კლუბის მხარდაჭერას, რათა „ბათუმმა“ ღირსეულად წარმოაჩინოს ქართული რაგბის სახელი საერთაშორისო მასშტაბით - არჩილ ჩიქოვანი

15 ივლისი 2022, 15:36 742 ნახვა

ბათუმის მერია განაგრძობს კლუბის მხარდაჭერას, რათა „ბათუმმა“ ევროტურნირებზე წარმატებით იასპარეზოს, ღირსეულად წარმოაჩინოს ქართული რაგბის სახელი საერთაშორისო მასშტაბით - ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ბათუმის მერი ავრცელებს.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ სუპერთასის რიგი მატჩები ბათუმის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

მისივე თქმით, ბათუმს უკვე აქვს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებების გამართვა ჩვენი ქალაქის პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს.

"ვულოცავ ჩვენს ქალაქსა და ქართული რაგბის დიდ ოჯახს უდიდეს წარმატებას - სარაგბო კლუბი „ბათუმი” ევროპის რაგბის სუპერთასის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ვუსურვებ მათ გამარჯვებას.

აღსანიშნავია, რომ სუპერთასის რიგი მატჩები ბათუმის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

როგორც მოგეხსენებათ, ბათუმს უკვე აქვს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებების გამართვა ჩვენი ქალაქის პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს.

მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ მინდა ვაცნობო ჩვენს თანაქალაქელებს - არგენტინის ეროვნული ნაკრები გეგმავს მსოფლიო ჩემპიონატის წინ საწვრთნელი შეხვედრა ბათუმში ჩაატაროს. ბათუმისთვის, როგორც სპორტის ქალაქისთვის, ეს კიდევ ერთი უდიდესი წარმატება და აღიარებაა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, 10 ივლისს ბორჯღალოსნებმა იტალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. აღნიშნულ მატჩზე, „ექვსი ერის ჩემპიონატში“ საქართველოს ჩართვაზე დაწერეს მსოფლიოს გავლენიანმა გამოცემებმა, როგორიცაა: Daily Mail, La Reppublica, La Gazzeta dello Sport, Rugby World, Rugbypass.

სტატიებში ყურადღებაა გამახვილებული ბათუმში არსებულ მიმზიდველ გარემოზე და ბათუმზე, როგორც რაგბისთვის შესაფერის ქალაქზე. როგორც Daily Mail-ის კორესპონდენტი აღნიშნავს, ბათუმმა, რომელსაც შავი ზღვის ლას ვეგასს ეძახიან, ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და საგრძნობლად განვითარდა.

ევროპის სუპერთასის მატჩების ბათუმში ჩატარება კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ბათუმს, როგორც ტურისტულ რუკაზე, ისე სპორტული ტურიზმის თვალსაზრისით.

ბათუმის მერია განაგრძობს კლუბის მხარდაჭერას, რათა „ბათუმმა“ ევროტურნირებზე წარმატებით იასპარეზოს, ღირსეულად წარმოაჩინოს ქართული რაგბის სახელი საერთაშორისო მასშტაბით.

აქვე მადლობას ვუხდი საქართველოს რაგბის კავშირს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის"- აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში