ჩოგბურთი: ეკო გორგოძე და ოკსანა კალაშინიკოვა ბუდაპეშტის 250-იანი კატეგორიის ტურნირის ფინალში გავიდნენ

16 ივლისი 2022, 10:13 695 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელები ეკო გორგოძე და ოკსანა კალაშინიკოვა ბუდაპეშტის 250-იანი კატეგორიის ტურნირის ფინალში გავიდნენ. ტურნირის მეოთხე ნომრად განთესილმა ქართველმა გოგონებმა ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი შუაი ჟანისა და ლორა ზიგმუნდის წყვილი ორ სეტში დაამარცხეს - 6:4, 6:4.

აღსანიშნავია, რომ ჟანი წყვილებში მსოფლიოს მეორე ჩოგანია და გასულ კვირას უიმბლდონის ფინალში ითამაშა. ჩინელს გრანდს სლემი ორჯერ აქვს მოგებული, მის გერმანელ მეწყვილეს კი ერთხელ.

ეკომ და ოკსანამ ბუდაპეშტის ტურნირზე 3 შეხვედრა გამართეს და სამივეში სეტის წაუგებლად გაიმარჯვეს. თუ ვის დაუპირისპირდება ქართველი წყვილი ფინალში, დღეს გაირკვევა.

გორგოძემ 250-იანი ტურნირი ერთხელ უკვე მოიგო - ეკომ შარშან ტრანსილვანია ოუფენზე გაიმარჯვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში