ევროკავშირის დახმარება

16 ივლისი 2022, 10:56 697 ნახვა

ევროკავშირი 3 ქვეყანას  ბელგიას, იტალიასა და ლუქსემბურგს, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 433 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბელგიაში სამუშაოს მაძიებელი უკრაინელი ლტოლვილებისთვის ევროპის სოციალური ფონდიდან 33 მილიონი ევრო გამოიყოფა.

ლუქსემბურგში თანხა 390 000 ევროს შეადგენს, რომელიც დამატებითი საკვების მიწოდებას ითვალისწინებს.

იტალიაში კი 136 მილიონი ევრო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლის შემცირებას და ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას,  ხოლო დახმარების ფონდიდან 264 მილიონი ევრო კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად დაიხარჯება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში