ქალთა საფეხბურთო კლუბმა ''ბათუმმა'' პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე დაასრულა

16 ივლისი 2022, 12:27 989 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა ''ბათუმმა'' ეროვნული ლიგა ორის პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე დაასრულა.

მე-11 ტურის შეხვედრაში ბათუმელებმა უშუალო კონკურენტ ''რაჭას'' უმასპინძლეს და ფრედ 2:2 ეთამაშნენ.
''ბათუმის'' შემადგენლობიდან გოლები დიასამიძემ და არჩუაძემ გაიტანეს.

10 თამაშის ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ბათუმი'' 26 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე  პოზიციას კი 25 ქულით ''რაჭა'' იკავებს.

ქალთა საფეხბურთო კლუბ ''ბათუმს '' მიმდინარე გათამაშებაში წაუგებელი სერია აქვს, გუნდმა 10 მატჩიდან 8 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ''ბათუმმა'' 54 გოლი გაიტანა და მხოლოდ 7 გაუშვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში