ისრაელის მორიგი იერიში ღაზას სექტორზე 

16 ივლისი 2022, 16:49 711 ნახვა

ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის იარაღის ქარხანაზე იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ეს იყო საპასუხო თავდასხმა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ღაზიდან სექტორიდან ისრაელის სამხრეთ ტერიტორიაზე ორი ჭურვი და ორი რაკეტა ჩამოვარდა.

„ღაზიდან ისრაელის მიმართულებით ღამით გაშვებული რაკეტების საპასუხოდ, მიზანში ამოვიღეთ ჰამასის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღის საცავი. ეს დარტყმა მათ მნიშვნელოვნად შეასუსტებს.

ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ჰამასის ტერორიზმისგან“ - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოაქვეყნეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში